ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „აი, ასე დაიწყო შემოდგომის ზღაპარი“ გამართეს
20-11-2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ფუთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მაკა სარალიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „აი, ასე დაიწყო შემოდგომის ზღაპარი“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.
სკოლის აღსაზრდელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის