ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 საჯარო სკოლას მოსწავლეები სხვადასხვა პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილები ესტუმრნენ.
სკოლაში „ქოსფლეის“ დღე მოეწყო. „ქოსფლეის“ ანუ კოსტიუმირებული შოუს სუბკულტურა იაპონიაში დაიწყო, მას მიმდევრები საქართველოშიც ჰყავს.
შოუს მონაწილეები თვეების განმავლობაში ემზადებიან ერთი დღისთვის, როცა კომპიუტერული თამაშის, კომიქსების ან ანიმაციის საყვარელი პერსონაჟების როლს მოირგებენ და ერთმანეთს ხელნაკეთ კოსტიუმებში გამოწყობილები შეხვდებიან.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის