გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-მუზეუმი მოაწყვეს
20-11-2018
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ეკა დავითაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ვაჟა ფშაველას მუზეუმიდან ჩვენს მინი მუზეუმში“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა ვაჟას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე კედლის გაზეთი შექმნეს და მინი-მუზეუმი მოაწყვეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის