თბილისის N108 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები აქტიურად ტარდება
20-11-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში ჩატარდა „მხიარული სტარტები“, რომელშიც მეხუთე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მომზადებაში ჩართულები იყვნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები, სპორტის მასწავლებლები და მანდატურები.
შეჯიბრის შედეგად ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - 5ა კლასი II ადგილი - 5ბ კლასი III ადგილი - 5დ კლასი
სკოლაში ასევე გაიმართა ფრენბურთის ჩემპიონატი მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.
საპრიზო ადგილები ამ კლასებს შორის ასე გადანაწილდა:
I ადგილი - 9ა კლასი II ადგილი - 8დ კლასი III ადგილი - 9გ კლასი
ღონისძიებას მასწავლებლები: ნანა ვეშაპიძე, გია ქისიშვილი და შალვა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს