ინაშაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
20-11-2018
ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ია ვაშაყმაძემ მე-4 კლასის მოსწავლეებთან მხიარული და საინტერესო გაკვეთილი - „განძის მაძიებლები“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. სკოლის აღსაზრდელებმა წინასწარ მომზადებულ კითხვებს უპასუხეს და მთავარი განძი - ბურთი მოიპოვეს, რომლითაც დიდი სიამოვნებით თამაშობენ სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად.
სკოლა პედაგოგს საინტერესო გაკვეთილის მომზადებისთვის მადლობას უხდის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის