ჭარნალის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ქოქოლაძე-სარჯველაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა
19-11-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ირმა ქოქოლაძე-სარჯველაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა დააჯილდოვა. ირმა ქოქოლაძე-სარჯველაძეს, როგორც რეგიონის წარმატებული პედაგოგის, სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის