თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ სპიკერების კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა
19-11-2018
თელავში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. 

ფესტივალის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის Network of Centers for Civic Engagement - NCCE ინიციატივით გაიმართა სპიკერების კონკურსი თემაზე „თანატოლები თანასწორობისთვის“. 

კონკურსში თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ფროდიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. 

მას სერტიფიკატი და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი გადაეცა. 

თავის სიტყვაში სალომემ თანასწორობაზე ისაუბრა. მას პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203