ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ხასიათის ღონისძიებები ხორციელდება
19-11-2018

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთან ნუნუ კობალაძესთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად დაათვალიერეს გელათი, მოწამეთა და ბაგრატი. მათ ნახეს გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომლის შესასვლელშიც ანდერძის თანახმად დასაფლავებულია მეფე დავით აღმაშენელი. მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად აგებული მონასტერი- მოწამეთა და უნიკალური ხუროთმოძღვრების ბაგრატის ტაძარი, რომელსაც თავისი მხატვრული ღირებულებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აღნიშნული კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითი ღონისძიება იყო ძალიან დასამახსოვრებელი, საიდანაც ისინი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203