ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაკულატურა ჩააბარეს და მხატვრული ლიტერატურა შეიძინეს
19-11-2018
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“ მონაწილეობენ. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მაკულატურა მოაგროვეს და მეორადი გადამუშავების კომბინატში ჩააბარეს.
მიღებული თანხით სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის მხატვრული ლიტერატურა შეიძინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მაკულატურის შეგროვებას აგრძელებენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის