ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის მანდატის გადაცემის ღონისძიება გაიმართა
19-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის მანდატის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორი ლიანა პილტოიანი, დირექტორის მოადგილე ალიგიერა ოგანესიანი და სკოლის სხვა თანამშრომლები.
მანდატები სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლიუბა ბულუდიანმა გაანაწილა.
პედაგოგმა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს, მოადგილეს, მდივანს და დანარჩენ წევრებს წარმატება უსურვა და თავიანთი უფლებები და ვალდებულებები გააცნო.
კანდიდატებს მიულოცეს IX და VIII კლასის მოსწავლეებმა დიანა ხჩოიანმა და ჟორჟ მარკოსიანმა.
ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, რომელმაც სკოლის აღსაზრდელებს თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის