დანდალოს საჯარო სკოლა „ეტალონის“ მეორე ეტაპისთვის ემზადება
19-11-2018
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს საჯარო სკოლაში ჩატარდა „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატის პირველი ეტაპი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დანდალოს საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. რომლებმაც გამოიჩინეს დიდი დაინტერესება ინტელექტუალური კონკურსის მიმართ.
კონკურსანტები, რომლებმაც პირველ ტურში მაღალი შეფასებები მიიღეს, ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მათ ექნებათ შანსი გახდნენ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ და „ეტალონის“ ფინალში იყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
სკოლის დირექცია გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის დანდალოს საჯარო სკოლის პედაგოგს მანანა მგელაძეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის