ყიშლის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
16-11-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, ყიშლის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა. პირველი ტურის ტესტირებაში 12 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის შვიდმა მოსწავლემ ბარიერი გადალახა, ყველაზე საუკეთესო შედეგი კი მერვე კლასის მოსწავლემ ნატო შაინიძემ დააფიქსირა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის