ქვაბღის საჯარო სკოლაში შემოდგომა ზეიმით გააცილეს
16-11-2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლაში ოქროსფერი შემოდგომა ზეიმით გააცილეს.

სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების ძალისხმევით ულამაზესი სანახაობა მოეწყო, შემოდგომის ფერებით მოირთო მთელი სკოლა.

ზეიმში მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ, მათ წარმოადგინეს კლასების მიხედვით სხვადასხვა ნომრები.

ცეკვები, სიმღერები, ლექსები, პატარ-პატარა დადგმები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მხიარულ ატმოსფეროს ქმნიდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203