სათხის საჯარო სკოლაში პედაგოგები სახალისო და შემეცნებით ღონისძიებებს ახორციელებენ
16-11-2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და სახალისო აქტივობები ხორციელდება. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მეორე კლასის მოსწავლეები მონდომებით სწავლობენ ქართულ ენას. 

„მეორე კლასში ათი მოსწავლეა. პირველ კლასში მათ ისწავლეს ქართული ანბანი, წერა-კითხვა, ბევრი ლექსი და ქართული სიმღერა. ყოველი გაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყება“ - აღნიშნავს მასწავლებელი რუზანნა ისოიანი. 

ამის გარდა, სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია სხვადასხვა პროექტში თუ აქტივობაში. განსაკუთრებული აქტიურობით კი გამოირჩევიან მე-12 კლასის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203