ვალეს N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნის წრე წარმატებით აგრძელებს მუშაობას
16-11-2018
ვალეს N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნის წრე ფუნქციონირებს.
ქართველ მწერალთა შემოქმედების გაცნობის წრეში VII-IX კლასების მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. მათ მასწავლებელი მერი ჩიტაშვილი ხელმძღვანელობს. მოსწავლეები ამ კვირაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს გაეცნენ.
სკოლაში ასევე არსებობს ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა წრე III-IV კლასების მოსწავლეებისთვის (მასწავლებელი: მერი ჩიტაშვილი). წრეში გაწევრიანებული სომხური სექტორის მოსწავლეები დიდი მონდომებით სწავლობენ ქართული ენის გრამატიკას.