ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფალი თემების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთერა ავეტისიანი, ონა გრიგორიანი და აიდა ვერმიშიანი თავისუფალი თემების კონკურსში - „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეთა დაჯილდოვების ცერემონიალი მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.