ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე პროექტი განახორციელეს
16-11-2018
ვაკიჯვრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პროექტი „ბულინგი და ჩემი სკოლა“ განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს: 1. კვლევა კითხვარებით „როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“ და „როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“; 2. ინტერნეტ სივრცეში მოიძიეს თეორიული და ფოტო-მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ; 3. მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: „რა არის ბულინგი?“; 4. დაამზადეს ბუკლეტები და პლაკატები ბულინგზე; 5. ინტერნეტში მოიძიეს ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები ბავშვთა ძალადობაზე.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს სკოლის დირექტორი, იურისტი და მშობლებები.
ღონისძიებას მე-10 კლასის მოსწავლე გ. მდინარაძე უძღვებოდა, ამავე კლასის მოსწავლეებმა ო. მექვაბიშვილმა და ბ. მდინარაძემ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია ბულინგის თემაზე.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, კითხვებს უპასუხა იურისტმა, ხოლო მოსწავლეებმა აჩვენეს დოკუმენტური ფილმები.