
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა მიიწურა“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტო