ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრის შეხვედრები გრძელდება
16-11-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრის მესამე შეხვედრა ჩატარდა. ბიოლოგიის წრის „ჩვენ გვიყვარს ბიოლოგია“ ხელმძღვანელი ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგი დონარა აბულაძეა.
წრის მესამე შეხვედრა მიეძღვნა თემას - ფოტოსინთეზის მნიშვნელობა, სადაც წრის წევრებმა, ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია ფოტოსინთეზის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეებისთვის იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. წრის შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მორიგი შეხვედრის თემა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის