გომბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებს
15-11-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს. 

პროექტის „არჩევანი - ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მოსწავლეებმა მოიწვიეს ცნობილი მორაგბე, „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მერაბ შარიქაძე მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

სკოლაში ჩატარდა სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მასწავლებლებმა ნაირა ლეჟავამ და ნინო ბობღიაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი თამბაქოს მავნებლობის, მისგან გამოწვეული ზიანისა და მარიხუანას მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ.

ასევე, სამოქალაქო კლუბის ორგანიზებითა და სპორტის მასწავლებლის ზაზა ქისტაურის დახმარებით სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში: მკლავჭიდი, ჭიდაობა, სირბილი. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203