ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დამზადებული საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს
15-11-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ნიგვზარის საჯარო სკოლაში, ნარჩენების მართვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სასკოლო თემისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ნარჩენების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დამზადებული საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.
პროექტი საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით X, XI და XII კლასებში განხორციელდა. პროექტს პედაგოგი ელზა ხარშილაძე ხელმძღვანელობდა.
„პროექტში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც კიდევ უფრო გაალამაზეს ღონისძიება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის