ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებენ
15-11-2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ყოველ წელს სკოლის ეზოში დარგავენ იმდენ ნერგს, რამდენი მოსწავლეც სკოლაში სწავლობს. 

აღსანიშნავია, რომ 2018-19 სასწავლო წელს სკოლაში 80 მოსწავლე ირიცხება 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნერგები თვითონ მოიძიეს და 85 ძირი ნაძვი დარგეს, დაგეგმილია დამატეებით 50 ძირი სხვადასხვა ჯიშის ნერგების დარგვა. აღსანიშნავია რომ მოსწავლეები ნარგავებს დიდი მონდომებით უვლიან.

სკოლის დირექციამ პროექტის წარმატებით განხორციელებისა და მოტივაციის ამაღლების მოსწავლეები დააჯილდოვა და კახეთში სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია დაუფინანსა.

სკოლის აღსაზრდელებმა ალავერდის წმინდა მამათა მონასტერი და წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სიღნაღში კი ფესტივალს - „მზიანი საქართველო 2018“ დაესწრნენ. ფესტივალში ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეთა ანსამბლი „ალგეთიც“ მონაწილეობდა, რომელიც საუკეთესო შესრულებისათვის ოქროს მედლით და დიპლომებით დაჯილდოვდა.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მოინახულეს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი,ზედაზენის წმინდა ილიას სახელობის ტაძარი და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.

„მოსწავლეები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ აღნიშნული ღონისძიებით, რაც წამოწყებული პროექტის წარმატებით განხორციელებას განაპირობებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203