თბილისის N131 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით „კარნავალი“ გაიმართა.
კარნავალში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საკარნავალო სამოსი ეცვათ და სხვადასხვა მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს ასრულებდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეაგროვეს ტკბილეული და სურსათი, რომელსაც თვითმმართველობა მოხუცთა თავშესაფარს გადასცემს.