
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში პირველი თოვლი მოვიდა.
არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თოვლის მოსვლამ ძალიან გაახარა და ზამთრის პირველ მაცნეს ხალისით შეხვდნენ.
„მოსწავლეებმა გარეთ თამაში გადაწყვიტეს და ცოტათი იგუნდავეს კიდეც. მათთან ერთად გავერთეთ მასწავლებლებიც“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
დღეს პირველი თოვლი კოჯორში, ტამახმელასა და ბეთანიაშიც მოვიდა.
იხილეთ ფოტო