
მიმდინარე წლის ოქტომბერში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე „ნიკოლო პაგანინის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ღონისძიებაზე, რომელიც გუმბრინის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებზე იყო გათვლილი, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იტალიელი მევიოლინეს, ნიკოლო პაგანინის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
გუმბრინის საჯარო სკოლის დირექცია ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს ქნარი ხანჯანიან- ხუტუნიშვილს.
იხილეთ ფოტოები