ხოფურის საჯარო სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურისთვის ემზადება
15-11-2018

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ხოფურის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

აღნიშნული ჩემპიონატზე მონაწილეობა, რომლის შესახებაც კონკურსანტები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი, ხოფურის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

შესარჩევ ტურს ხოფურის საჯარო სკოლის  პედაგოგებმა გაუწიეს ორგანიზაცია. ისინი აკვირდებოდნენ და აფასებდნენ ტესტირების პროცესსა და შედეგებს. 

სკოლის დირექტორის ნონა გაზდელიანის თქმით მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობა ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ  „ეტალონი“ ბავშვებისთვის არის ერთგვარი მოტივაცია, უკეთ ისწავლონ - „მოსწავლეები ხედავენ, რომ  მათი შრომა ფასდება და გვინდა „ეტალონს“ ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრათ“.
 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203