ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
15-11-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, ლაფანყურის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბები -„ბიფროსტი“ და „ჰერმესი“ ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა, მზია მუსაშვილის და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ღონისძიებაზე სკოლაში არსებული ეთნოგრაფიული კუთხე წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა ეთნოგრაფიულმა კუთხემ დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის