თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
14-11-2018
მიმდინარე წლის 3 ნოემბერს „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვუნილი სასახლესა“ და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ჩატარდა ღონისძიება, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რესპუბლიკური „გეოვიქტორინა - 2018“ მეორე შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდით „შხარა“.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაში სკოლას აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცა მადლობის ფურცელი, ხოლო მოსწავლეებს სიგელები.
თბილისის N2 საჯარო სკოლა ასახელეს მონაწილეებმა:
XI -კლასის მოსწავლეები ალუდაური თეონა (კაპიტანი) იაშვილი ნათია, რონიშვილი ქრისტინა, ყიფიანი ნინო - X კლასი, აბაზაძე ელენე- VIII კლასი.
გუნდის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი, დოქტორი, რ. დანიბეგაშვილის პრემიის ლაურეატი - ნუგზარ არჩვაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს