ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება „შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“ ჩატარდა
14-11-2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მასწავლებელმა ხათუნა მაზიაშვილმა თავის მცირერიცხოვან (ორბავშვიან) კლასში საინტერესო ღონისძიება „შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად მორთეს საკლასო ოთახი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ფერებით და ხილით. მათ წარმოსთქვეს ლექსები, გამართეს ინსცენირება „ხილთა ქება“, შეასრულეს სიმღერები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის