ტობანიერის საჯარო სკოლაში ბუნებისდამცველთა კლუბი დაარსდა
14-11-2018
ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში ბუნებისდამცველთა კლუბი - „მწვანე სახლი“ დაარსდა. კლუბს ბიოლოგიის მასწავლებელი ირინა კუტალაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის მიზანია ბუნების დაცვა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
კლუბის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, წევრებმა კლუბის მიზნებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის