ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
14-11-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
ეს მოსწავლეები არიან: ანი მეიფარიანი, ანა მაისურაძე და ვაჟა მაღრაძე.
სკოლის დირექცია მათ ამ ღირსეულ მიღწევას ულოცავს და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
ცნობისთვის, წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის