
ასპინძის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა სპორტულ შეჯიბრებას მაგიდის ჩოგბურთში.
ღონისძიება რაიონის მასშტაბით , ნაქალაქევის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვა მოსწავლეებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტის ზველის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ანა ოქრომელიძემ, ქეთევან ზედგინიძემ, ხატია ნათენაძემ და ლარისა ზედგინიძემ გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავეს და შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები