გუდაურის საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი მოეწყო
13-11-2018
შემოდგომის ფესტივალის მოწყობა გუდაურის საჯარო სკოლაში ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
მოსწავლეები ხალისიანად ცდილობენ შემოდგომისთვის დამახასიათებელი კუთხის მოწყობას.
ამ კუთხეს ისინი ალამაზებენ თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრებით, რკოებით, გირჩებით, ფოთლებით და ყვავილებით ქმნიან დეკორაციებს, ავსებენ კალათას შემოდგომის ნობათით, აფორმებენ კლასს შემოდგომისეული ფერებით და მართავენ ხალისიან წარმოდგენებს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის