საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
13-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის, საბეჭისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს, პედაგოგების ხელმძღვანელობით თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
ღონისძიების ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარი ნახელავი დააგემოვნეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის