ეშტიის N1 სკოლის პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
24-01-2017

ეშტიის N1 სკოლის სამოქალაქო განათლების ,,პირველი ნაბიჯების'' კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ICCN-ის (კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი) მიერ გამოცხადებულ კონკურსში. 

მათ მიერ წარდგენილმა პროექტმა, შეექმნათ თოჯინების თეატრი, დაფინანსება მიიღო. 

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააკეთეს ზღაპრების გმირები და დაადგინეს სპექტაკლი უმცროსებისთვის. 

როგორც დამსწრეები აღნიშნავენ, სპექტაკლი საინტერესო და სახალისო იყო, ყველა კმაყოფილი და გახარებული დარჩა მოსწავლეების ნამუშევრით. 

ორგანიზტორები კი ბავშვებს დაპირდნენ, რომ ასეთი სპექტაკლი ახლო მომავალშიც ჩატარდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203