არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ომის დამანგრეველი ძალის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
13-11-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ IX და XI კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „მშვიდობა ჩვენს პლანეტას“ პრეზენტაცია ჩაატარეს. აქტივობა ომისა და საომარი კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაციის აცილების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ფოტომასალისა და მოძიებული ინფორმაციის საშუალებით აჩვენეს, თუ როგორ აზიანებს ომი გარემოს - ეკოსისტემებს, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობას.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის