ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს კულინარიასა და ხელსაქმეში შეეჯიბრნენ
13-11-2018
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - „მოციმციმე ვარსკვლავები“ ორგანიზებით, ღონისძიება „აბა, გოგონებო!“ გაიმართა. ღონისძიება გოგონათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და მხიარული აქტივობებით. გოგონები ერთმანეთს შეეჯიბრნენ კულინარიაში, ხელსაქმეში, მაგიდის გაფორმებაში.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „მოციმციმე ვარსკვლავები“ სკოლაში 25 წელია ფუნქციონირებს. კლუბს ქეთევან ქადიეშვილი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ვიქტორინა-კონკურსებსა და ინტელექტუალურ თამაშებს მართავს, ორგანიზებას უწევს სკოლის გუნდის მონაწილეობას სარაიონო თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში, სპექტაკლებში, უშვებს კედლის გაზეთს.
„ვულოცავთ კლუბის წევრებსა და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევან ქადიეშვილს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ წარმატებებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს