ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.“ - მარიამ კოზმანიშვილის ამ ლექსითა და ჩაით დასრულდა ლიტერატურული კლუბ „თვალსაწიერის“ წევრების მიერ მოწყობილი პოეზიის საღამო მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის სკოლაში.
აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიო კილაძე, გოგა ჩანადირი, დინა მირცხულავა და პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგები: იზა ჩაკვეტაძე და ხათუნა ღლონტი ესწრებოდნენ. კლუბის კურატორი „ქართული, როგორც მეორე ენის“ კონსულტანტ-პედაგოგი ლალი მარგიანი გახლავთ.
პოეზიის საღამოზე სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ლექსები წაიკითხეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, დამსწრე საზოგადოება გულწრფელად აღფრთოვანებული დარჩა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს