თორტიზის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა „მძინარე მზეთუნახავი“ დადგეს
13-11-2018
გორის მუნიციპალიტეტის, თორტიზის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა კობლიაშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ზღაპარი - „მძინარე მზეთუნახავი“ დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
„მასწავლებლის მიზანი იყო მოსწავლეებს თავი ზღაპარში წარმოედგინათ. მეორეკლასელებმა დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვეს თავი, როლები გაითავისეს და პერსონაჟების ემოცია ოსტატურად გადმოსცეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის