
გორელოვკის №1სკოლაში საახალწლო ზეიმი მოეწყო.
ზეიმზე აქტიურობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, ისინი მაყურებლის წინაშე სხვადასხვა პერსონაჟის კოსტუმებით წარსდგნენ.
წაიკითხეს ლექსები ახალ წელზე, იმღერეს, იცეკვეს და სკეტჩები წარმოადგინეს.
უფროსკლასელების დახმარებით მოაწყვეს შეჯიბრებები და კონკურსები.
როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს ახალი წელი.
იხილეთ ფოტოები