„ოქროსფერი შემოდგომა 2018“ - თბილისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
13-11-2018
თბილისის N2 საჯარო სკოლის III ბ კლასში ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა 2018“ ჩატარდა. აღნიშნულის ფარგლებში პატარა მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები შეასრულეს, კლასი კი თემატურად მორთეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შემოქმედებითი ხასიათის გახლდათ.
მათივე ინფორმაციით, წამახალისებელი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის