ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებითი საღამო გამართეს
13-11-2018
ოზაანის საჯრო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებითი საღამო - „ჩვენი ძია იაკობი“ გამართეს. ღონისძიებაში II, III და IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. მწერლის მოთხრობების მიხედვით მინი სპექტაკლები დადგეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანზე, რომელმაც 33 მზე აანთო ყოველი ქართველი ყრმის თავზე. გვაგრძნობინა ქართული ენის სიღმე და განი და დედის რძესავით შეგვაყარა ანი და ბანი. ბავშვებმა გააცოცხლეს მისი მოთხრობები, იმღერეს იცეკვეს და პირობა დადეს, რომ არ შეარცხვენენ მის სახელს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს