შიბლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს
12-11-2018
შიბლიანის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ ეკატერინე რუაძისა და ქართული ენის მასწავლებლის თამარ ხუროშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „არა ბულინგს“ განახორციელეს.
სკოლის აღსაზრდელება ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელშიც ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე გაამახვილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა ძალადობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას. იხილეთ ვიდეო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის