ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლემ იმედა ზოიძემ ჭადრაკის შეჯიბრში 1-ელი ადგილი დაიკავა
12-11-2018
შუახევის, ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ იმედა ზოიძემ ევროპის სპორტის კვრეულის ფარგლებში გამართულ ჭადრაკის შეჯიბრში 1-ელი ადგილი დაიკავა. სკოლის აღსაზრდელი სიგელით დაჯილდოვდა.
შეჯიბრი შუახევის სპორტულ სკოლაში გაიმართა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ვულოცავთ იმედასა და სკოლას მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს სკოლა, სპორტის მასწავლებელი როლანდ დავითაძე და მშობლები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის