ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ილიას სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ
12-11-2018
ყვარლის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წლისთავის აღსანიშნავად ყვარელში, ილიას სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ექსკურსიას კლასის დამრიგებელი დარეჯან ცერცვაძე და ხელოვნების მასწავლებელი თეა ზუროშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელებმა მუზეუმში ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო ეკლესია მოინახულეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ყვარლის ფულის მუზეუმი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.
„მოსწავლეები ინტერესითა და ყურადღებით ისმენდნენ და ეცნობოდნენ ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას. დღემ საინტერესოდ, ნაყოფიერად და მხიარულად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს