ბურნაშეთის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
12-11-2018
ახალქალაქის, ბურნაშეთის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები მე-6 საარჩევნო უბნის დამკვირვებლებს შეხვდნენ, რომელთაც მოსწავლეებს აუხსნეს, თუ როგორ ტარდება არჩევნები, რა უნდა გააკეთონ დარღვევების დროს და მათი უფლებები გააცნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა იმიტირებული არჩევნები საარჩევნო პროცედურების დაცვით ჩაატარეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის