ხარაგაულის საჯარო სკოლაში ევგენი ხარაძის დაბადების დღეს მორიგი შეხვედრა მიუძღვნეს
12-11-2018
ხარაგაულის საჯარო სკოლაში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერისა და „ყველაზე დიდი ხარაგაულელის“, ევგენი ხარაძის დაბადების დღეს „სასკოლო აქტივობების“ მორიგი შეხვედრა მიუძღვნეს.
ინტელექტუალური ჯგუფის მოსწავლეები ორ გუნდად იყვნენ დაკომპლექტებული და ევგენი ხარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ეპიზოდების ცოდნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალი და თითქმის ერთნაირი დონის ცოდნა გამოამჟღავნა.
შეხვედრას პედაგოგები და უფროსი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს