ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ იუსაბრეს
09-11-2018
ქუტირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის თინათინ ფიფიას ხელმძღვანელობით, პროექტი - „ვებრძოლოთ ნარკომანიას და არა ნარკომან ადამიანებს“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ. პრეზენტაციას სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა, კლასის დამრიგებელი ნანა ქავზინაძე და მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეთა გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება და დებატები გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203