უმაღლესების ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
09-11-2018

განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატურათა შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის გზით 17 კანდიდატი შეირჩევა. აქედან:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი) – 12;

დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი (მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად) - 1;

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი -  1.

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის/შესაბამისი საბჭოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;

საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;

ჰქონდეს საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსი.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203