კერძო სკოლა „მერმისის“ პედაგოგმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ღია გაკვეთილი ჩაატარა
08-11-2018
თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო თევდორაძემ XI კლასის მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ღია გაკვეთილი ჩაუტარა. გაკვეთილის თემა იყო - „ქართული რომანტიზმის მწვერვალი- ნიკოლოზ ბარათაშვილი“.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და თემები - „მერანის“ გმირის მრწამსი და ხვედრი“, „ტატო - მსოფლიო სევდის მატარებელი პოეტი“, „სიყვარულის თემა ბარათაშვილთან“ და „ბუნების რომანტიკული განცდა“ წაიკითხეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის